კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა კორუფციის ბრალდებით დაკავებები, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე.
„უნდა დაველოდოთ გამოძიებას. თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ“, – განაცხადა პრემიერმა.