პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
“გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
“მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება“, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა.
ელინა ვალტონენის თქმით, აქციაზე იქ მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა.
Peaceful protestors have gathered in front of the Parliament Building in Tbilisi, Georgia, to voice their concern over the repressive direction of their country. They have every right to democracy, to freedom of expression and basic human rights.
We are here to support them. pic.twitter.com/6axn6usXay
— Elina Valtonen (@elinavaltonen) October 14, 2025