დაკავებების ახალი სერია საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში – „პირველების“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახელმწიფო კომპანიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ფინანსურ დანაშაულს ედავებიან.
როგორც ცნობილია, მამაკაცს ხელბორკილები კორუფციული სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დაადეს. გამოძიება ამ ეტაპზე დეტალებს არ ამჟღავნებს, თუმცა წყაროების ინფორმაციით, საქმე დაკავშირებულია ბიუჯეტის მნიშვნელოვანი თანხების არამიზნობრივ გამოყენებასთან.
კითხვას ვერ პასუხობენ ვერც უწყების თანამშრომლები.
საქართველოს რკინიგზა ქვეყნის უმსხვილესი მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. მისი ხელმძღვანელი 2025 წლის გაზაფხულზე შეიცვალა.
უწყების ახალი ხელმძღვანელი ვერ იხსენებს, რომელ თანამშრომლისგან ითხოვა გამოძიება კითხვებზე პასუხების მიღებას.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ 464 496 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ხელბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავა.
როგორც პროკურატურამ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2019-2021 წლებში, საკუთარ მფლობელობაში არსებული ფედერაციის ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით მოხსნა და პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.
ამ წლებში ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო ზურაბ კაკაბაძე.
იგი ამ თანამდებობაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოვიდა. 2012 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელზეც კაკაბაძე პრეზიდენტად აირჩიეს. მეორე ვადით ის ამ თანამდებობაზე 2016 წელს გამართული არჩევნების შედეგად დარჩა.
ის 1959 წელს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ხელბურთს 70-იან წლებში თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და თბილისის “ქარიშხალაში”. ხელბურთის ფედერაციაში მუშაობს 2004 წლიდან – საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარედ, გენერალურ მდივნად.
როგორც ირკვევა ის არის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის ოთარ კაკაბაძის ბიძა.
ის ერთ-ერთი იყო იმ ფეხბურთელიდან, რომლებმაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ბოლო საარჩევნო კლიპში მიიღეს მონაწილეობა.
ბრალდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, უწყება სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.