მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართველი ემიგრანტი ვახო ბიჭიკაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს რომ „ქალბატონი დონარა დიდებული ქალი იყო“.

ვახო ბიჭიკაშვილი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში.

„ბევრის სიყვარული შეძლო. მაგრამ როცა სიყვარული გლობალურია, როცა ის სამყაროსა და ადამიანს შორის ხიდია, მაშინ ეს უკვე სხვა განზომილებაა.

დონარამ ნახა მრავალი შავი და თეთრი დღე. როცა გიწევს ემიგრაციაში წასვლა და იქ ვერ ახერხებ საკუთარი გენიალურობის რეალიზებას. ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ხელოვანი ადამიანი შინაგანად «კლინიკურად კვდება».

ძალიან რთულია, როცა სხვა კონტინენტზეც ისე უყვარდე შენს ხალხს, როგორც საკუთარ ქვეყანაში უყვარხარ და გაფასებენ, აქ ადამიანური სიყვარულისვისაც არ გვცალია. სამწუხაროდ, ეს გამოცდილება ხელოვანი Бесплатное приложение для детей.

ჩვენ უფრო ხშირად ემიგრაციაში შევხვდით ერთმანეთს, ვიდრე საქართველოში. იქ არ გვეცალა არავის… აქაც არ გვცალია, მაგრამ მაინც გვიწევდა ხოლმე შეხვედრა, საერთო ახლობლების დაბადების დღეებზე ან საღამოებზე. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შინაურად მიცნობდა. ეს ცალკე ბედნიერებაა, როცა შენს შვილს ხატიასნაირი ადამიანი ნათლიად ჰყავს და იცი, რამდენად მძიმეა მისთვის ეს დღეები. Хатия Хосрошвили (ხატელ)😌

ბოლო შეხვედრისას სევდიანი იყო დონარას მანათობელი თვალები, მაგრამ ისევ ისეთი თავდაჯერებული, როგორც ყოველთვის იყო, სცენაზეც, კინოშიც და ცხოვრებაშიც.

შვილთან გამომშვიდობების მომენტი კიდევ სხვა სიმძაფრეს სძენს ამ ამბავს, თითქოს ფილმის სცენარივითაა, თავისი ძალიან სევდიანი, მაგრამ სიყვარულით გაჟღენთილი დასასრულით.

თითქოს ბოლო კადრია… და ამის შემდეგ ტიტრებს უნდა ველოდეთ.აი, ეს დატოვა დონარამ, სევდა სადღაც გაუშვა და სიყვარული დატოვა, შინ თუ გარეთ.

სამძიმარი ოჯახს, საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში.

დონარა კი ყველასი იყო!

დონარა იყო და იქნება ყველასი ყველგან, სადაც საქართველოა!

ჩემო საყვარელო დონარა, აქედან ცრემლით გაგაცილეთ… და მიხარია, რომ შენს ქვეყანაში ტაშით გაგაცილებენ“, – წერს ვახო ბიჭიკაშვილი.

Share via
Copy link