ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება და როგორც ყოველთვის საუბარი ბიძინა ივანიშვილისკენ მიჰყავს:

,,მთელი საღამოა ვკითხულობ გამოხმაურებებს ერთი კაცის სიკვდილზე და ერთ დასკვნამდე მივდივარ: რუსმა ბორიამ, რომლის დიდი მხარდამჭერიც ყოფილა ეს კაცი, პოლიტიკური (კულტურული, სპორტული, ფილოსოფიური) ოპონენტებიდან ერთმანეთის მტრებად გვაქცია.

მოსისხლე მტრებად.

სიკვდილმა დაკარგა საკრალური “სტოპ” ნიშნის ფუნქცია. მკვდრის გინებაც ისევე მოსულა, როგორც ცოცხლის.

არავის ვუკითხავ მორალს – მე თვითონ ასეთი ვარ.

არ მომწონს, რომ ასეთი ვარ, მაგრამ ფაქტს ვამბობ საჯაროდ.

ამისთვისაც უნდა გასამართლდნენ ბორია და ბორიას მონები.

მათ ეს განზრახ გააკეთეს და ტრავმა გაჰყვება თაობებს. იმათაც კი, ვინც სწორ – არაქოცურ, საქართველოში იცხოვრებს.

ამიტომ არანაირი დანდობა ბორიას.

პირდაპირი მნიშვნელობით – არანაირი!“

Share via
Copy link