იტალიის ალპებში ზვავის შედეგად ხუთი გერმანელი მთამსვლელი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, მთამსვლელები შაბათს, სოფელ სოლდასთან ახლოს, ციმა ვერტანას მთაზე ასასვლელად გაემგზავრნენ. მედიის ცნობით, ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ისინი მწვერვალისკენ მიემართებოდნენ.
მაშველებმა ორი მამაკაცისა და ერთი ქალის ცხედრები შაბათს იპოვეს, ხოლო კიდევ ორი დაღუპული, მამა და მისი 17 წლის ქალიშვილი, კვირას.
მედიის ცნობით, კიდევ ორი მთამსვლელი, რომლებიც მათთან ერთად იმყოფებოდნენ, უვნებლად გადარჩა.
ორტლერის მთები, რომელიც შვეიცარიის საზღვართან ახლოს მდებარე იტალიის ალპების ნაწილია, გამოცდილი მოლაშქრეებისა და მთამსვლელების პოპულარული ადგილია.