ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის ქალიშვილი, ელენე ბასლანძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც გარდაცვლილ მამას ემშვიდობება:
„ღმერთს ვყვარებივარ რომ შენნაირი მამა მყავს. მთელი ცხოვრება ვეცდები, რომ შენი შვილობა ღირსეულად
ვატარო.
ზურგი იყო ყველასთვის, ვისაც შეიყვარებდა. ჩემი ყველაზე განსაკუთრებული მამიკო”, – წერს სოციალურ ქსელში ელენე ბასლანძე, ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის უფროსი ქალიშვილი.
ლაშა ბასლანძეს დღეს დაკრძალავენ. მისი სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოს ამაღლების ეკლესიაში გაიმართა. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატად ეკლესიაში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა. მათ თან ახლდნენ ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ნანუკა გუდავაძეც.