ევროპის მასშტაბით, ღამის ქავილი, წითელი წერტილების მომატება, კანზე ბუშტუკები ან პატარა კვანძების ფორმები 1 პროცენტს აღენიშნება. რაც ნიშნავს იმას, მუნით ევროპის ქვეყნებში წლის განმავლობაში 1 პროცენტი ინფიცირდება.
საქართველოში ბოლო პერიოდში მშობლები განგაშის სიგნალს გზავნიან, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მიმართულებით, რადგან მათი თქმით სკოლებსა და ბაღებში მუნით ავადობამ იმატა.
მუნის განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება, ის ყოველ წელს ფიქსირდება და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.