საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა – ამის შესახებ მსახიობის შვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო”,- ამის შესახებ მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვირტიშვილის ქალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხატია ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა, არამედ ეს არის ისტორია ადამიანობაზე და სიკეთეზე.
„არ ვიცოდით დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად. დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა . მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და Eka Gvritishvilii— ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას – ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა , მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა ..“- წერს დონარა გვირტიშვილის შვილი სოციალურ ქსელში.
განახლება
დღეს, 69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
ცნობილია, რომ გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.