24 ოქ­ტომ­ბერს სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ავა­რი­ას 19 წლის ბი­ჭის, ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ დრომ­დე სიკ­ვდილს ებ­რძვის მისი მე­უღ­ლე, ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე, რო­მე­ლიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ექი­მე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა, ამ ზა­ფხულს ჰქონ­დათ ქორ­წი­ლი და ბედ­ნი­ე­რად უნდა ეცხოვ­რათ, მაგ­რამ იმ დღეს მომ­ხდარ­მა სა­ში­ნელ­მა ავა­რი­ამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა.

შა­ბათს დაკ­რძა­ლა­ვენ ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვილს. მისი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის კი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობს. რო­გო­რია ამ­ჟა­მად ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გო­გო­ნას მა­მას, ავთო კუ­ჭუ­ხი­ძეს ესა­უბ­რა:

– რო­გო­რია ამ­ჟა­მად თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა? სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი თქვენ­თან ერ­თად ლო­ცუ­ლობს მის­თვის და აინ­ტე­რე­სებთ გა­უმ­ჯო­ბეს­და თუ არა ლი­კას ჯან­მრთე­ლო­ბა?

– ჭო­რე­ბი ვრცელ­დე­ბა, ვინ რას წერს, ვინ რას ავ­რცე­ლებს… ათას­ნა­ირ ჭორს ვკი­თხუ­ლობ, რაც ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ნა­თე­სა­ო­ბა­ზე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან მძი­მედ არის, ძა­ლი­ან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი დღეს­დღე­ო­ბი­თაც, ის ებ­რძვის სიკ­ვდილს, ექი­მე­ბი იმედს გვაძ­ლე­ვენ, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ლიკა კონ­ტაქ­ტუ­რი არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით, იმი­ტომ, რომ სჭირ­დე­ბა რა­ღაც პე­რი­ო­დი ხე­ლოვ­ნურ ძილ­ში ყოფ­ნა, რად­გან ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი, არ ვიცი რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო, ისე­თი დიდი ტრავ­მე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, დრო სჭირ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რომ გა­მო­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი.

ახლა გვაქვს კი­დევ ოთხი, ხუთი დღე ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი და ამ კრი­ტი­კულ დღე­ებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ლა­ხავს ჩემი შვი­ლი, მე მჯე­რა ამის, ჩემი შვი­ლი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და მწამს უფ­ლის, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობს ჩვენ­თან ერ­თად. მინ­და ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა, მინ­და ყვე­ლას უფალ­მა უბო­ძოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, ღმერ­თმა გა­ა­ხა­როს და გა­აძ­ლი­ე­როს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი. თქვენ არ იცით, რო­გო­რი დიდი იმე­დი და ძალა ხართ ჩვენ­თვის.

– ბა­ტო­ნო ავთო, თა­ვის ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და ლი­კას?

– ოპე­რა­ცია არა­ნა­ი­რი არ ჩა­ტა­რე­ბა, პა­ტა­რა მიკ­რო ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და, მიკ­რო­ჩი­პი ჩა­უს­ვეს, რომ­ლი­თაც არე­გუ­ლი­რე­ბენ წნე­ვას. მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, ხერ­ხემ­ლის ნეკ­ნე­ბი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ქუ­თა­ის­ში კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს და მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ პერ­სო­ნალს, ექი­მებს, ყვე­ლას, ვინც იბ­რძვის იმის­თვის, რომ ჩემი შვი­ლი კარ­გად იყოს და სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს.

– ორ­სუ­ლად არის ლიკა? ნა­ყო­ფი შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს?

– ლიკა ამ­ჟა­მად ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია, ისე­თი ტკი­ვი­ლე­ბი აქვს, რომ ასე გა­და­წყვი­ტეს ექი­მებ­მა. და­ძი­ნე­ბუ­ლი ჰყავთ და თან მკურ­ნა­ლო­ბენ, რაც სა­ჭი­როა კეთ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს ეტა­პობ­რი­ვად აკე­თე­ბენ ექი­მე­ბი. 4 თვეა, რაც და­ქორ­წინ­დნენ. რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. ჩემი სიძე, იგი­ვე ჩემი შვი­ლი იყო. მე დიდი პა­ტი­ვით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვი­ღე და ჩა­ვი­ხუ­ტე გულ­ში.

ბაჩო ისე­თი თბი­ლი, კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი იყო, ისე­თი იყო ბევ­რი გაც­ნო­ბაც არ სჭირ­დე­ბო­და. სა­ოც­რად კარ­გი ბიჭი იყო, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ისე უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, რომ მეტი არ შე­იძ­ლე­ბა, უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ, ბე­დის­წე­რას ვერ გა­ექ­ცე­ვი ადა­მი­ა­ნი და მოხ­და ეს ტრა­გე­დია. უნდა ვი­ლო­ცოთ. ახლა უფრო მაგ­რად დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ თურ­მე ჩვენ ქარ­თვე­ლებს გვერ­დში დგო­მა ვი­ცით. სულ სხვა ერი ვართ, აქამ­დეც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა და­ვი­ნა­ხე რო­გო­რი გვერ­დში დგო­მა ვი­ცით. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას.

ყო­ველ­დღე 6 სა­ათ­ზე აბა­შის მა­ცხოვ­რის კა­რის მა­ცხოვ­რის შო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მამა მი­ქა­ელ ჯიბ­ლა­ძე ბა­ჩოს სა­ხელ­ზე სუ­ლის სა­ცხო­ნე­ბელ პა­ნაშ­ვიდს და ლი­კას სა­ხელ­ზე კი – სა­ჯან­მრთე­ლო პა­რაკ­ლისს. სა­კითხს სტი­ქა­რო­სა­ნი საბა ზარ­ქუა კუ­რი­რებს.

Share via
Copy link